წინანდალი

თელავის მახლობლად მდებარეობს ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786-1846) სახლ-მუზეუმი. ევროპული განათლების, ცხოვრების წესის გავლენა იგრძნობა ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ მოწყობილ წინანდლის მამულში. იგი იყო პირველი, ვინც საქართველოში შემოიტანა ეტლი და როიალი. მან ევროპელი დიზაინერების გეგმით გააშენებინა წინანდლის ბაღი, რომელიც 12 ჰექტარზეა გადაჭიმული.
ალექსანდრე დიუმა, ფრანგი ისტორიკოსი მარი-ფელისიტე ბროსე, რუსი პოეტები ალექსანდრე პუშკინი, მიხეილ ლერმონტოვი და ალექსანდრე გრიბოედოვი.ალექსანდრე ჭავჭავაძემ ღვინის დაყენების ევროპული ტექნოლოგიის შემოტანით განაახლა საქართველოში ათასწლეულებით დამკვიდრებული ღვინის წარმოების ტრადიცია. გააუმჯობესა კახური ღვინის ხარისხი, შამპანური ღვინოებისა და კონიაკის დასამზადებლად დანერგა და განავითარა ორიგინალური ტექნოლოგიები. ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი ენოლოგი საქართველოში. მან წინანდალში ღვინის საწარმო, ორთქლით არყის სახდელი საწარმო და უზარმაზარი მიწისქვეშა ღვინის მარანი ააშენა, რომელშიც დიდი ქვევრები განალაგა და კასრების სახელოსნოც გახსნა. წინანდლის ენოთეკაში დღემდე დაცულია ალექსანდრე ჭავჭავაძის პირადი ღვინის კოლექცია, რომელიც 70 მარკის 16500 ბოთლ ღვინოს შეიცავდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий