გადმოცემის თანახმად, აღორძინების ეპოქაში გამოჩენილმა ქართველმა განმანათლებელმა, ფილოსოფოსმა და დავით აღმაშენებელის მასწავლებელმა არსენ იყალთოელმა XI-XII საუკუნეებში მონასტერთან დააარსა აკადემია, რომელიც გეგმით წაგრძელებული შენობაა და რიყის ქვითაა ნაშენი. ის იყო კახელი თავადის იბად ვაჩნაძის ვაჟი. მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთლიან საქართველოში. პირველი სართული ორი ოთახისგან შედგებოდა, რომლის ერთ-ერთი ოთახი სამეცნიერო შეკრებებისთვის იყო განკუთვნილი.
იყალთოს აკადემიაში ფართოდ იყო გაჩაღებული მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა. ითარგმნებოდა მრავალი მნიშვნელოვანი თხზულება ბერძნულიდან, მრავლდებოდა ხელნაწერები, იქმნებოდა ძვირფასი ნუსხები. სწორედ სამშობლოში მოღვაწეობის პერიოდში იყალთოს აკადემიის ფუძემდებელმა და პირველმა რექტორმა არსენ იყალთოელმა თარგმნა ისეთი მნიშვნელოვანი თხზულება, როგორიცაა „დიდი სჯულის კანონი“, მის მიერაა ნათარგმნი იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“, თაობიდან თაობას გადაეცემოდა არსენ იყალთოელის „დავით აღმაშენებლის ეპიტაფია“.
იყალთოს აკადემიამ დიდხანს იარსება, მისი როლი დიდია საქართველოს საგანმანათლებლო საქმეში. ლეგენდის თანახმად აქვე სწავლობდა ქართული პოეზიის მამა- შოთა რუსთაველი.
Комментариев нет:
Отправить комментарий