воскресенье, 4 марта 2018 г.

ბოდბე


წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და ბოდბის (ქიზიყის) ეპარქიის საეპისკოპოსო ცენტრი . სიღნაღიდან 2 კმ-ით არის დაშორებული. ტაძარი აგებულია ქართველთა გამაქ­რისტიანებლის, წმინდა ნინოს საფლავზე IV -ში. ბოდბის საეპისკოპოსო V -ში დააარსა ვახტანგ გორგასალმა. VIII-IX საუკუნეებში ტაძარი სამნავიან ბაზილიკად გადააკეთეს. მონასტრის გამშვენებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მეფე დემეტრე I- (1125-1156). ბოდბის მონასტერი ქართველმა მეფეებმა არაერთხელ აღადგინეს. XV -ის ბოლოდან ბოდბელი ეპისკოპოსი მეთაურობდა კახეთის სამეფოს მეწინავე სადროშოს. XVIII -ში ბოდბელს ექვემდებარებოდა დავითგარეჯის მონასტრებიც. მონასტრის წინამძღვარმა იოანე მაყაშვილმა XIX -ის 20-იან წწ-ში ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთებინა და მოახატვინა, გაკეთდა კანკელი. 1837 . ბოდბის მონასტერი გაუქმდა. 1889 წელს კი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ბრძანებით გაიხსნა ბოდბის დედათა მონასტერი (აქ მოღვაწეობდა იღუმენია დედა თამარი  თამარ მარჯანიშვილი). აქვე მოქმედებდა კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი. 1924 წელს ბოლშევიკებმა მონასტერი დახურეს. 1991 წელს ბოდბეში აღდგა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი.მონასტერს აქვს საკმაოდ დიდი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. მონაზვნები მწიგნობრულ საქმიანობასაც ეწევიან, ხელნაწერთა მიხედვით მზადდება ახალი საღვთისმსახურო წიგნები.







Комментариев нет:

Отправить комментарий